воскресенье, 3 апреля 2016 г.

მე-2 მოდულის შეჯამება

პროექტის შექმნის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კითხვის ჩამოყალიბებას და დასმას.მთავარია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან 3 ტიპის კითხევები;ზოგადი კითხვა,თემატური კითხვები და შინაარსობრივი  კითხვები.
  ჩემს პროექტში შევეცადე ზოგადი კითხვის საშუალებით მოსწავლეები დამეყენებინა გამოწვევის წინაშე.აღმეძრა ინტერესი რა ცვლილებების მოხდენა შეიძლება ბიბლიოთეკაში.შევადგინეთ პროექტის გეგმა, განვსაზღვრეთ პროექტზე მუშაობის ვადა.შევადგინეთ შეფასების რუბრიკები.
პროექტი აქტუალურია რადგან მოსწავლეები მთელი პროექტის მანძილზე ჩართული არიან სკოლის ცხოვრებაში,უჩნდებათ წიგნის კითხვის სურვილი.ეხმარებიან თანატოლებს სასურველი წიგნის მოძიებაში. აკეთებენ სკოლისთვის სასიკეთო საქმეს, რომელიც ყველას გაუადვილებს საქმიანობას ბიბლიოთეკაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий